გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია სოციალური დახმარების გაცემის პირობები, რომელიც ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 200 და 500 ლარის გაცემას.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ერთჯერადად, 500 ლარიან დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე 4-შვილიანი ოჯახები რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებულნი არიან გორის მუნიციპალიტეტში.
რაც შეეხება 200 ლარიან დახმარებას, ის 5 და მეტშვილიანი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი:
„ერთჯერადად, თითო ბავშვზე, 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18 წლამდე 5 და მეტშვილიანი ოჯახები, რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან გორის მუნიციპალიტეტში“, - ნათქვამია დოკუმენტში.