რა შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს სკოლის ადმინისტრაცია რესურსცენტრსა და 112-ს -დეტალები
18-02-2024

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში, ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სკოლებში 18 წლამდე მოსწავლის არარეგისტრირებული კავშირის/ კავშირის რისკები (ნაადრევი ქორწინება) უნდა შეფასდეს.

ნებისმიერი პირი ვალდებულია ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის არარეგისტრირებული კავშირის/კავშირის რისკის (ნაადრევი ქორწინება) ან ასეთის ეჭვის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციას.

შედეგად, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს, რესურსცენტრსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს;

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მანდატური/უფლებამოსილი პირი ფაქტის შესახებ ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203