''შემოდგომური'' ატმოსფერო და განწყობა ეშტიის N1 სკოლაში
23-11-2016

ეშტიის N1 ​​ სკოლის  IV კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა და იგი „ოქროსფერ შემოდგომას'' მიეძღვნა.

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, კლასში ‘’შემოდგომური’’ ატმოსფერო და განწყობა სუფევდა. გაკვეთილის მიზანი იყო შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ბუნებისადმი სიყვარულის გაზრდა.

მოსწავლეებმა შემოდგომას  მიუძღვნეს სიმღერა და ცეკვა, თქვეს ლექსებიც, ასევე წაიკითხეს თავიანთი შემოქმედება, რომელიც შემოდგომას ეძღვნებოდა.

მოსწავლეები ძალიან ყმაყოფილები იყვნენ, ასევე დამსწრე საზოგადოებაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა.  

‘’კარგია, როცა გვყავს ასეთი მასწავლებელი. გმადლობთ თქვენ ჰასმიკ სიმონიან.’’ - აღნიშნავენ მეოთხე კლასის მოსწავლეები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203