აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს შემეცნებით სასწავლო პროცესთან ერთად, მათ ინტერესებს მორგებული, ხალისიანი გაკვეთილები შესთავაზონ.
ამის დასტურია, როლური თამაშებითა და პრეზენტაციებით გაჯერებული გაკვეთილი თემაზე - „ეგვიპტეში მოგზაურობა“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ეგვიპტის ისტორიაზე ისაუბრეს, სამსახიობო ოსტატობით ისტორიული ფიგურები განასახიერეს და თითოეულ პერსონაჟებზე საინტერესოდ ისაუბრეს.
გაკვეთილი საინტერესო, შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს პედაგოგი შორენა კუჭუხიძე ხელმძღვანელლობდა.
იხილეთ ფოტოები: