ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, სკოლაში პროექტი „არა ნაადრევ ქორწინებას“ განახორციელა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური სწავლების სპეციალისტები - მოვლუდ მეხრაბოვი და სელნურ ბაირამოვი.
პროექტის ფარგლებში, განხორციელებულ აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ქართული ენის, აზერბაიჯანული ენის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.
სკოლაში, პროექტის ფარგლებში, შემდეგი ღონისძიებები ჩატარდა:
მოსწავლეებმა ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, თავიანთი უფლებებისა კანონის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: