სკოლებში ისგ ჯგუფები შექმნება, რომელის ვალდებულება იქნება სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და მისი ხელშეწყობა. ჯგუფმა ყოველი სემესტრის ბოლოს მოსწავლის მიღწევების შესახებ წერილობითი ინფორმაცია უნდა მოაწოდეს სკოლის დირექტორს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
ვინ შეიძლება სკოლის ისგ ჯგუფის წევრი გახდეს, რა ინტენსივობით უნდა იკრიბებოდნენ ჯგუფის წარმომადგენელები რა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვთ მათ სკოლის ხელმძღვანელის, სსსმ მოსწავლისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის წინაშე - აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია ბრძანებითაა გაწერილი.
სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:
ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.
ისგ ჯგუფი იკრიბება, სემესტრში მინიმუმ 2-ჯერ. ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო მიზნებს, მიღწევებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს.
ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.
ყოველი სემესტრის დასასრულს, ისგ ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების სახით წერილობით წარმოადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო მიზნებთან მიმართებაში, იმ საგანში, რომელსაც ასწავლის. მასწავლებელი ანგარიშს წარუდგენს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს