სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კონკურის გამოცხადდა - განაცხადის მიღების ბოლო ვადა 15 მარტია
28-02-2024
ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს.

სტუდენტთა დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება პროგრამით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას.

განაცხადები მიღება 2023 წლის 15 თებერვლიდან 15 მარტის 18:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=1224598…
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203