„გავაუქმეთ ყველა სავალდებულო ტრენინგი... პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ეს პროცესი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა...“
15-02-2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა და მათთვი შეთავაზებულ ტრენინგ-მოდულებზე, რომლებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, შეცვლილ სახით მიეწოდებათ.

მინისტრის განმარტებით, პედაგოგები თავად შესთავაზებენ მასწავლებლის სახლს, თუ რაში სჭირდებათ გადამზადება და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე გავლიან ტრენინგებს:

„ჩვენ გავაუქმეთ ყველა სავალდებულო ტრენინგი; პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ეს პროცესი, ისე ვერ მიდის როგორც საჭიროა... ამიტომ გადავდივართ პრობლემის იდენტიფიცირებაზე - თუ რაში საჭიროებს პედაგოგი გადამზადებას, მისი კვალიფიკაციიდან გადმომდინარე  და კონკრეტულად მასწავლებლებზე მორგებულ ტერნინგებს ჩავატრებთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203