მანდატურობის კანდიდატების საკონკურსო განაცხადის წესში ცვლილება შევიდა
19-02-2024

მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევის წესში, ცვლილება შევიდა. ბრძანება, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი აწერს, უკვე ძალაშია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანდატურების საკონკურსო განაცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მანდატურის სამსახური ადგენს საკონკურსო განაცხადებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან.

იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო განაცხადების წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაში მანდატურობის კანდიდატი საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით არ წარუდგენს მანდატურის სამსახურს  ამ წესის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ დოკუმენტაციას ან/და წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი და დოკუმენტაცია არ არის შესაბამისობაში ამ წესის მოთხოვნებთან, მანდატურობის კანდიდატის საკონკურსო განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც მანდატურის სამსახური ელექტრონულად ატყობინებს მანდატურობის კანდიდატს, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე შეუსაბამობის მიზეზს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203