მაწიმის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად, „სადისკუსიო კლუბი“ დააარსეს
15-02-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს. 

ამჯერად, მე-10 კლასმა, დამრიგებლის - ნატო ჯავახიას ხელმძღვანელობით, „სადისკუსიო კლუბი“ დააარსა, რომლის პირველი შეხვედრაც 14 თებერვალს გაიმართა. კლუბის დამაარსებლებმა მოსწავლეებს კლუბის შექმნის იდეა, მიზანი და ქცევის წესები გააცნეს. ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს, რას შეიძენენ კლუბში მონაწილეობისას და რისი გაკეთება მოუწევთ. 

აღსანიშნავია, რომ კლუბის საქმიანობაში Vl-XII კლასის მოსწავლეებიც აქტიურად, დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

„ყველაფერი მოსწავლეების ინტერესებზე და პრობლემებზე დაყრდნობით მოხდება. მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას, სკოლის დირექტორს - ქალბსტონ მაია ფრიდონიშვილს, აქტიური ჩართულობისა და თანადგომისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203