თბილისის N152 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ყოველთვის გაჯერებულია, შემეცნებითი, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებით, მათ შორის აღსანიშნავია მათემატიკის კვირეული.
კვირეულიც საინტერესო ინიციატივებითა და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა.
მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, მე-52 მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურების შესახებ შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანეს; დაამზადეს სხვადასხვა სახის გეომეტრიული ფიგურა და მათი საშუალებით შექმნეს ლამაზი საახალწლო სათამაშოები, ნაძვის ხეები და დეკორაციები.
ასევე, მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივების, მსჯელობის, ანალიზის, თანამშრომლობის და პრეზენტირების უნარების განვითარების მიზნით, VIIბ კლასში გაიმართა აქტივობა - „მეცნიერების ყველა დარგი მათემატიკის გარშემო“. მოსწავლეებმა შეარჩიეს საინტერესო ამოცანები სხვადასხვა დარგიდან, შექმნეს თვალსაჩინოებები წარმოადგინეს პრეზენტაციები.
მე-41,2,3, მე- 52,3, მე-61,2,3 კლასების მოსწავლეები ჩართული იყვნენ კოდის წერესის საერთაშორისო ღონისძიებაში - „კოდის ერთი საათი“ HOUR OF CODE 2023. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით იმუშავეს Code Monkey-ის პლატფორმაზე, manecraft-ში და ციფრული საგანმანათლებლო რესურსით -„ვსწავლობთ თამაშით“. ასევე, მოსწავლეებმა სახალისო თამაშები და ანიმაციები დააპროგრამეს.
კვირეულის ფარგლებში, მე-73 კლასში, ჩატარდა მათემატიკის სახალისო გაკვეთილი. გუნდები ცდილობდნენ, ლოგიკური მსჯელობით, ცოდნაზე დაყრდნობით მისულიყვნენ სწორ პასუხამდე.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ ასეთი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნებისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: