თბილისის N96 საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსწავლეები საგანმანათლებლო კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
15-02-2024

თბილისის N96 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონფერენციაში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი რუსუდან კვიკვინია და მე-11 კლასის მოსწავლეები: დევი ლევონიანი და ნიკა სეროპიანი კონფერენციაში: „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში-საწრეო და საკლუბო მუშაობის პრაქტიკის გაზიარება“ მონაწილეობდნენ.

მასწავლებელთა და მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენცია არაფორმალური განათლების ცენტრის -  non-formal education center ორგანიზებით, 25 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) , გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო:

• არაფორმალური განათლების როლის გაზრდა ფორმალურ განათლებაში;
• ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგის მოხსენების თემა იყო „oceanproblems.tilda.ws“ - მოსწავლეების შექმნილი ვებ-გვერდი, რომელიც მოსწავლეებმა 2023 წლის 13 ივნისს თბილისის N72 საჯარო სკოლაში გამართულ მოსწავლეთა სკოლათშორის (N72 და N96 საჯარო სკოლები) კონფერენციაზე წარადგინეს.

ეს თემა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკონფერენციოდ წარდგენილ 60-მდე თემიდან, 15 საუკეთესო თემას შორის მოხვდა.

„მადლობა ჩვენს მასწავლებელს რუსუდან კვიკვინიას და ჩვენს მოსწავლეებს დევი ლევონიანს და ნიკა სეროპიანს გაწეული შრომისათვის და სკოლის სახელით წარმატებით გამოსვლისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203