ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში მომავალი თაობის წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამის დადასტურებაა ისიც, რომ მოსწავლეები სკოლას მედალზე ამთავრებენ.
ამჯერად, კურსდამთავრებულები თენგო გველესიანი, ბაქარ ხვედელიძე და მარი ხვედელიძე კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
კურსდამთავრებულებით სკოლის დირექტორი მაია მეგრელი ამაყობს.
„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. განა საამაყო არაა ერთი სოფლის, მცირეკონტიგენტიანი სკოლის, მცირერიცხოვანი კლასის სამ მედალოსან მოსწავლეს რომ დააჯილდოვებ? ვულოცავ რგანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს - თენგო გველესიანს, ბაქარ ხვედელიძეს და მარი ხვედელიძეს დამსახურებულ ოქროსა და ვერცხლის მედლებს. წინსვლას დაწარმატებებს გისურვებთ, ჩვენი სკოლის საამაყო ახალგაზრდებო, თქვენივე არჩეულ გზაზე. მჯერა, რომ თქვენ, კიდევ ბევრ საამაყო სტატუსს შეიძენთ მომავალში, რგანის საჯარო სკოლა კი ბევრ მედალოსან კურსდამთავრებულს“,- წერს დირექტორი მაია მეგრელი.
იხილეთ ფოტო: