პედაგოგებთან სუპერვიზორები იმუშავებენ - უპირატესობა მიენიჭებათ სპეცმასწავლებლებს მაღალმთიანი რეგიონებიდან
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ცხადდება რეგისტრაცია პროექტზე „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“.
პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, ხოლო პროექტის ამოცანას წარმოადგენს რეგიონის სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესება.
2024 წლის 17 მარტიდან - 23 მარტის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს 30 სპეციალური განათლების მასწავლებელს რეგიონებიდან, რომლებიც განაწილდებიან თბილისის 10 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3 სპეციალურ მასწავლებელთან.
რეგიონის სკოლაში დასაქმებულმა სპეციალურმა მასწავლებლებმა ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს მონაწილეობა პროექტში - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია 2024 წლის 25 თებერვლამდე.
გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).
აუცილებელი პირობაა, სპეციალურ მასწავლებელს ჰქონდეს მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან; ამასთან ერთად, იგი არ უნდა იყოს წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.
ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისში და უკან.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" პროგრამის კოორდინატორებს:
1. სოფიკო ცირგაია - stsirgaia@tpdc.ge
2. თინიკო ორველაშვილი - torvelashvili@tpdc.ge