სოციალურ ქსელში პედაგოგების ნაწილი ავრცელებს მასწავლებლის სახლის სერტიფიკატებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიენიჭათ წამყვანის ან მენტორის სტატუსი.
იქიდან გამომდინარე, რომ 2023 წლის ზაფხულში პროფესიულ უნარებში გამოცდა არ ჩატარებულა და ამასთან ერთად, განათლების მინისტრის მიერ განსაკუთრებული წესით სტატუსის მინიჭების პროცედურაც შეჩერებულია, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, საინტერესოა, ამ მასწავლებლებს როგორ მიენიჭათ წამყვან-მენტორობა.
დეტალების დასაზუსტებლად, etaloni.ge მასწავლებლის სახლს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტატუსის მინიჭება შეჩერებულია და ამ მიმართულებით ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის, რაც შეეხება სერტიფიკატს, შესაძლოა მატერიალური ფორმით, პედაგოგებმა, რომლებმაც პორტფოლიო დაიცვეს, სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ ახლა მიიღეს.
სტრუქტურაში etaloni.ge-ს ისიც განუმარტეს, რომ პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების შესახებ ინფორმაცია კვლავ არ აქვთ.