კალენდარში მონაცემების გაფილტვრის ინსტრუქციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
ელექტრონულ ჟურნალში ავტორიზაციის გავლის შემდეგ, უნდა გადახვიდეთ მოდულზე „კალენდარი“, სადაც შეძლებთ სხვადასხვა ფილტრაციის გამოყენებას.
მაგალითად, მარცხენა ზედა კუთხეში კალენდრის ღილაკზე დაჭერისას, შესაძლებელია კლასების არჩევა, სადამრიგებლოსა და სხვა კლასების ჩამონათვალი დამოკიდებულია ჟურნალის მომხმარებლის როლზე.
აღსანიშნავია, რომ დირექტორს უჩანს სრული ჩამონათვალი.
ასევე არის შესაძლებლობა, რომ კალენდრის ხედვა მასწავლებლებმა დააყენონ სურვილის შესაბამისად, ეს გახლავთ დღის ხედვა, კვირისა და თვის.
დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.