განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 19 თებერვალს იწყება და 29 თებერვალს სრულდება.
დირექტორების შერჩევის ახალი წესი დამტკიცდა - მინისტრის ბძანება
აღსანიშნავია ისიც, რომ კანდიდატებისთვის რეგისტრაციის გავლა უფასო იქნება (ძველი წესის მიხედვით, საფასური 50 ლარი იყო)
ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 19 თებერვალს დაიწყება - როდის გამოქვეყნდება საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები
გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (ტესტირების წარმატებით გავლა).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს:
უმაღლესი განათლება;
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.