ნებისმიერი ქვეყნისთვის სახელმწიფო სიმბოლიკის შექმნა უმნიშვნელოვანესი პროცესია.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად ჩამოყალიბების შემდეგ, სახელმწიფო დროშა, ჰიმნი და გერბი შეიქმნა.
როგორი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დროშა, ჰიმნი და გერბი? საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქვეყნის მთავარ სიმბოლიკას 1928 - 1921 წლებში წარმოადგენდა, იაკობ ნიკოლაძემ და იოსებ შარლემანმა შექმნეს.
დროშა დაცული იყო შესაბამისი კანონით „კანონი საქართველოს რესპუბლიკის დროშის შესახებ".
გერბის მხატვარი იოსებ შარლემანი იყო, რომელმაც საქართველოს დროშის შექმნაზეც იმუშავა.
გერბზე წმიდა გიორგის გამოსახვის წესების ავტორები და მხატვრები კი დიმიტრი შევარდნაძე და დავით კაკაბაძე იყვნენ. დროშის მსგავსად, არსებობდა სახელმწიფო „კანონი საქართველოს რესპუბლიკის გერბის“ შესახებ.
კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს ეკუთვნის
საქართველოს რესპუბლიკის
პირველი ჰიმნის ტექსტი და მუსიკა. აღნიშნული ჰიმნი საქართველოს გასაბჭოებამდე მოქმედებდა.
1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ჰიმნად კვლავ „დიდება" მიიჩნეოდა. ის მხოლოდ 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიცვალა.