თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის სიხარული მეორეკლასელებს გაუზიარეს
16-02-2024
თბილისის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

პროფესიონალი პედაგოგები მათ არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად ქართული ენის მასწავლებლის - ლელა გლოველის ხელმძღვანელობით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

ამასთან დაკავშირებით, მეათეკლასელები, მასწავლებელ ქრისტინე კამლაძის სადამრიგებლო მე-2 კლასის მოსწავლეებს ესტუმრნენ. უფროსკლასელებმა პატარებს ნაწარმოებებიდან სხვადასხვა ამონარიდი წაუკითხეს, რამაც მეორეკლასელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203