აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კინემატოგრაფის კლასიკური ნიმუშები ნახეს
24-05-2018
აგარის საჯარო სკოლაში პროექტი -„კინო სკოლაში“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკური ნიმუშები ნახეს. კინოჩვენების შემდეგ კი მოსწავლეებმა ფილმები განიხილეს.
პროექტი „კინო სკოლაში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება.
პროექტი მიზნად ისახავს, მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაციას.