„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტის რეკვიზიტებს დაადგენს მინისტრი და მასვე უნდა წარუდგინონ განმცხადებლებმა სახელმძღვანელო გრიფირებაზე.
სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტა არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სახელმძღვანელოს მაკეტის შესახებ.
„ანკეტის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
განმცხადებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) წარუდგენს/წარუდგენენ გრიფირების განაცხადს კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების თხოვნით“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა და მას ხელს გიორგი ამილახვარი აწერს.