ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანი სასწავლო დაწესებულება გახლავთ. მას დიდი და საკმაოდ საინტერესო ისტორია გააჩნია, რომელსაც დირექცია Etaloni.ge-ს აწვდის:„საყარაულოში სკოლა 1918 წელს გაიხსნა, რომელიც სამკლასიანი იყო. მასწავლებლები ანა მათურელი და თამარ ფეტვიაშვილი გახლდნენ. 1934 წლიდან სკოლაში თითო კლასის მომატება დაიწყო. 1936 წლიდან სკოლას ხითარ კერძევაძე ხელმძღვანელობდა, რომლის დროსაც სკოლაში დაწყებითი კლასები და V-VI- VII კლასი ფუქნციონირებდა, სკოლაში კი 96 მოსწავლე სწავლობდა.
პედაგოგიური კოლექტივი იმ დროს ასეთი გახლდათ:
1. რომან კეშელევა; 2. ქეთევან მამფორია; 3. ალიოშა ახვლედიანი; 4. ელისაბედ მექვაბიშვილი; 5. მარგო გოჯიაშვილი; 6. ზაქრო ძროხელაშვილი; 7. ლადო მიკირტიჩიანი; 8. სარა აღნიაშვილი; 9. ნელი ლონდარიძე; 10. კარლო გვარჯალაძე; 11. რუსუდან ბერიკიშვილი; 12. შალვა ხელაძე; 13. ლომაძე; 14. სონია იმერლიშვილი; 15. ესტატე სისაური; 16. ვალერიან წულუკიძე; 17. ღუღუაშვილი.
1943-45 წლამდე სკოლა ალექსანდრე ნაკვეთაურის ბინაში მდებარეობდა, რომელიც 1931 წელს აშენდა. სკოლა ოთხი ოთახისგან შედგებოდა, ხოლო დაწყებითი კლასებისთვის სხვა ბინა ჰქონდათ დაქირავებული.
1936 წლიდან დაწყებითი სკოლები გაიხსნა ჯიხოში, კინთში, კუპრიანთკარში, გონდურში, ევჟენტში და ალოტში.
საყარაულო იყო ამ სოფლებისათვის ცენტრალური ადგილი, მაგრამ I–IV კლასის მოსწავლეები კინთიდან, სიონიდან, ჯიხოდან, უკუღმართიდან, ჭიოტაანთკარიდან, კუპრიაანთკარიდან, სასახლიდან, გონდაურიდან, ბოკონიდან, ალოტიდან, ევჟენტიდან, ძირხვიანიდან და ჩეკურაანთგორიდან ვერ ივლიდნენ. ამიტომ, ამ სოფლების მოსწავლეები მე-5 კლასიდან სწავლას საყარაულოს შვიდწლიან სკოლაში აგრძელებდნენ.
ჩეკურაანთგორიში დაწყებითი სკოლა 1926 წელს გაიხსნა. მასწავლებელი იყო ვინმე ბორისი (გვარი უცნობია), რომელიც დასავლეთ საქართველოდან გახლდათ. მას შვიდი კლასი ჰქონდა დამთავრებული.
ჩეკურაანთგორის დაწყებით სკოლაში პირველი პირველკლასელი მოსწავლე მინადორა ძროხელაშვილი იყო. სკოლა დაქირავებულ ბინაში ფუნქციონირებდა, ჯერ ჩონქარა ძროხელაშვილის, შემდეგ - ანიკო ბუხთაშვილის, შალვა გორელაშვილისა და მიხეილ პაპიაშვილის სახლებში.
სკოლის მასწავლებლებლები იყვნენ: კაპიტონა შოთიშვილი, ზაქრო ძროხელაშვილი და ლექსო ძეგლიგაშვილი.
1943 წლიდან ჩეკურაანთგორიში დაწყებითი სკოლის მასწავლებლები იყვნენ: თამარა და ნინო ძროხელაშვილები, შემდეგ - მიხეილ პაპიაშვილი და ელისო ბუჯიაშვილი.
1943-45 წლებში საყარაულოს შვიდწლიანი სკოლის დირექტორები იყვნენ: ელისაბედ მექვაბიშვილი, ხოლო 1946 წლიდან კვლავ ხითარი კერძევაძე, რომელიც სკოლას 1962 წლამდე ხელმძღვანელობდა.
1946 წლიდან საყარაულოს შვიდწლიანი სკოლის მასწავლებლები გახლდნენ:
1. ნაკვეთაური თამარი; 2. კოკოზაშვილი ალექსი; 3. ხახაშვილი სონია; 4. დაიაური ლაზარე; 5. საღირიშვილი მარო; 6. ფაშურიშვილი ანა; 7. ივანაური რაუდენი; 8. გორდეზიანი ოთარი; 9. ჭრელაშვილიი თამარი; 10. ბუჯიაშვილი ვარა; 11. დავითშვილი ნინა; 12. კიკაჩეიშვილი სტეფანე; 13. კვირაშვილი რუსუდანი.
1941 წელს სკოლაში 119 მოსწავლე სწავლობდა, 1947 წელს კი - 98 მოსწავლე.1952 წლიდან საყარაულოს სასოფლო საბჭოდან მდინარე ივრის დაგუბების შედეგად სოფლების მაცხოვრებლები საგარეჯოს რაიონის სოფელ სართიჭალაში გადაასახლეს. თუმცა სკოლამ 1962 წლამდე ფუნქციონირება დარჩენილი სოფლების მიზეზით მაინც განაგრძო. ამ დროს საყარაულოს შვიდწლედიან სკოლაში დადიოდნენ ჩეკურაანთგორის, ევჟენტის, ძირძვენის, ალოტისა და ბოკონის მცხოვრებთა შვილები. რა თქმა უნდა, მოსწავლეთა კონტიგენტმა იკლო და მათი რაოდენობა 64-56 შორის მერყეობდა.
ამ პერიოდში სკოლის მასწავლებლები იყვნენ:1. ქარქაშიძე გუგული; 2. ივანაური რაჟდენი; 3. ბახტაძე ივერი; 4. გორელაშვილი პავლე; 5. ბუჯიაშვილი ვარა; 6. ბაიაშვილი ნანა; 7. ბიჩინაშვილი დარიკო. 1937-45 წლამდე სკოლა დამთავრა 102 მოსწავლემ.
1955-59 წელს სკოლის მასწავლებლები იყვნენ:1. ზვიადაური შამელი; 2.ივანაური რაჯდენი; 3. არჩემაშვილი მოსე; 4. ნადიბაიძე მოსე; 5. ბეცეცაშვილი ზაქრო; 6. რაზიკაშვილი თინა; 7. ქაჩლშვილი ლამარა; 8. ამაშუკელი შოთა.
1960-61 წელს კი შემდეგი პედაგოგები ასწავლიდნენ: 1.ზვიადაური შალიკო; 2.ივანაირი რაჯდენი; 3. არჩემაშვილი მოსე; 4.ნადიბაიძე ზარქო; 5. ბეცეცაშვილი ნოდარი; 6.ქაჩლიშვილი ლამარა; 7.ამაშუკელი შოთა.
1960-61 წელს სკოლაში მასწავლებელი შეიცვალა. კერძოდ, ქართული ენის მასწავლებელად სისაური ეფემია და ციხელაშვილი პავლე მივიდნენ. ამ დროისთვის სკოლაში 56 მოსწავლე სწავლობდა.
1962-63 სასწავლო წლიდან მდინარე იორის დაგუბების გამო სკოლა სოფელ ჩეკურაანთგორში გადაიტანეს და ჩეკურაანთგორის რვაწლიანი სკოლა დაარქვეს. თავდაპირველად სკოლა მიხეილ პაპიაშვილის ბინაში ქირით მდებარეობდა, სადაც დაწყებითი (I–IV) კლასები ფუნქციონირებდა. ბავშვებს ელისო ბუჯიაშვილი ასწავლიდა; V-VII კლასი კოლმეურნეობის კანტორის შენობაში იყო, ხოლო დანარჩენი კლასები ლადო და გიორგი ძროხელაშვილების ბინაში განთავსდა. სამასწავლებლო - დავით ძროხელაშვილის სახლში გახლდათ.
1967 წელს ჩეკურაანთორში ახალი რვაწლიანი სკოლა გაიხსნა, რომელიც 150 მოსწავლეზე იყო გათვლილი. აღსანიშნავია, რომ გახსნის დღიდან დღემდე სკოლა არ გარემონტებულა. ჩეკურაანთგორში საყარაულოს სკოლიდან დირექტორი არ გადმოჰყოლია, თუმცა პედაგოგი შამილ ზვიადაური წამოვიდა. ახალ დირექტორად თენგიზ პატურაშვილი აირჩიეს.
მასწავლებლები იყვნენ:1. ვალერიან გოგოჭური; 2. შამილ ზვიადაური;3. ნანული დულუზაური; 4. გივი ნარიმანიძე; 5. ლამარა ქაჩლიშვილი.
სკოლაში იმ დროს 44 მოსწავლე სწავლობდა. მათი რაოდენობის ზარდა ივრის ხეობის მაცხოვრებელთა სართიჭალაში გადასახლებამ გამოიწვია. 1963-64 წლებში სკოლაში 50 მოსწავლე სწავლობდა. 1964 წლიდან სკოლის დირექტორად შამილ ზვიადაური დაინიშნა.
მასწავლებელთა კოლექტივი კი შემდეგი იყო:1. ელო ბუჯიაშვილი; 2. ქსენია ბადურაშვილი; 3. ლია ოთარაშვილი; 4. გივი ნარიმანიძე; 5. ნანული დულუზაური.
იმ დროს სკოლაში 49 მოსწავლე სწავლობდა. 1965-66 სასწავლო წლებში სკოლის შემადგენლობას შემდეგი პედაგოგები შეემატნენ: 1. ბეცეცაშვილი ნოდარი; 2. რაზიკაშვილი თინა; 3. ყურშავიშვილი ეთერი. მოსწავლეთა რაოდენობა კი 50 გახლდათ.
1966-67 სასწავლო წლებში სკოლას ფიზიკის მასწავლებელი მანანა მერებიშვილი და ისტორიის მასწავლებელი ელბერდი მიდელაური დაემატნენ. იმ პერიოდისთვის 61 მოსწავლე იღებდა განათლებას. 1967-68 სასწავლო წლებში მათემატიკის მასწავლებლად იოსებ ძროხელაშვილი მუშაობდა.
1968-69 სასწავლო წლებში პედაგოგიურ კოლექტივი არ შეცვლილა. მოსწავლეთა რაოდენობა 69 გახლდათ.
1969-70 სასწავლო წლებში მასწავლებლები იყვნენ:1. ბადურაშვილი ქსენია; 2. ოთარაშვილი ემილია; 3.რაზიკაშვილი; 4.მინდიკაური ბერიკა; 5.ძროხელაშვილი იოსები; 6.ხახაშვილი სონია; 7.ბუჯიაშვილილ ელო; 8.ბეცეცაშვილი ნოდარი.
1970-71 სასწავლო წლებში პედაგოგებს დაემატნენ ეთერი ტუშური და ალექსანდრე პატურაშვილი. მოსწავლეთა რაოდენობან76 გახლდათ.ამავე სასწავლო წლიდან სკოლაში სკოლა-ინტერნატი გაიხსნა, სადაც დუშეთის რაიონის სოფელ ნოჯიკეთიდან და ფიჭვნარიდან მოსული მოსწავლეები ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ.
1971-72 წელს ფიზკულტურის მასწავლებლად რეზო ბიჩელაშვილი მოვიდა, მოსწავლეთა რაოდენობა კი 84-ს შეადგენდა. 1972-73 სასწავლო წლებში სკოლას მათემატიკის მასწავლებელი მზია ობგაიძე და დაწყებითი კლასის მასწავლებელი მანონი არაბული დაემატნენ.
1973-74 სასწავლო წლებში პედაგოგიური კოლექტივის შემადგენლობა იცვლება; მათემატიკის მასწავლებლად ქეთევან ხუმარაშვილის ნაცვლად მზია ობგაიძე ინიშნება. მოსწავლეთა რაოდენობა 73-ს შეადგენს.
1974-75 სასწავლო წლებში მასწავლებლები იყვნენ: 1.იმერლიშვილი ნელი (ქართული); 2.მამადაშვილი მერი (დაწყებითი); 3.ბექურიძე ციალა (მათემატიკა); 4.თურქიაშვილი ლადო (ფიზიკა); 5.შეყელაძე ნინო (ქართული); 6.დოლიაშვილი ოთარი (ხატვა).
სკოლაში 57 მოსწავლე სწავლობდა.
1975-76 სასწავლო წლებში სკოლაში დირექტორი შეიცვალა; ყოფილი დირექტორი ახალსოფლის სკოლაში გადავიდა, ხოლო ჩეკურაანთგორის სკოლაში სიმონიანთხევის სკოლის დირექტორი კონსტანტინე პატურაშვილი დაინიშნა.
სხვადასხვა დროს პიონერთა ხელმძღვანელად მუშაობდნენ:1. მათურელი ესმა; 2.ძროხელაშვილი თენგიზი; 3.ზვიადაური ნაირა; 4.ფილაური მარინა; 5.იათამზე გორელაშვილი.
მოსწავლეთა რაოდენობა 57 იყო.1976-77 სასწავლო წლებში პედკოლექტივში ცვლილება არ მომხდარა. მოსწავლეთა რაოდენობა 54-ს შეადგენდა, სკოლას კი ერთი კლასი არ ჰყავდა.
1977-78 სასწავლო წლებში სკოლაში ქართულის მასწავლებელად ზალოკეპოვა ნუნუ მივიდა. 1978-79 სასწავლო წლებში ქართულის მასწავლებლად მჭედლური მედეა დაინიშნა, მოსწავლეთა რაოდენობა კი 48 იყო.1980- 81 სასწავლო წელს გერმანულის მასწავლებელად ბერბერაშვილი ნანა მივიდა, ხოლო პიონერთა ხელმძღვანელად-ელენე პატურაშვილი.სკოლა ამავე წელს სემესტრულ სწავლაზე გადავიდა, მოსწავლეთა რაოდენობა კი 42-ს შეადგენდა.1982-83 წლებში სკოლის დირექტორად რაზიკაშვილი თინა დაინიშნა. მოსწავლეთა რაოდენობა 52 გახლდათ.1983-84 სასწავლო წლებში მოსწავლეებს რუსულს განათლების სასკოლო ინსპექტორი კონსტანტინე მგელიაშვილი ასწავლიდა, ხატვას კი - გიორგი მერაბაშვილი.
მოსწავლეთა რაოდენობა 50 გახლდათ.1984-85 სასწავლო წელს რუსულის მასწავლებლად კვაჭანტირაძე ჟენია დაინიშნა, ქიმია- ბიოლოგიას კი ტიღინაშვილი რუიზანი ასწავლიდა.
1985-86 სასწავლო წელს რუსულის მასწავლებელად არაბული მანანა მუშაობდა, ხოლო შრომის მასწავლებელად - ტურაშვილი ოთარი.1986-87 წელს ქიმიას თ.ს.უ.-ს კურსდამთავრებული ნანა ჯამაბიგე ასწავლიდა.
სკოლაში მიგრაციის გამო მოსწავლეთა კონტიგენტი თანდათან მცირდებოდა. ამ სასწავლო წელს 39 მოსწავლე სწავლობდა, მოსახლეობას კი უგზოობა და წყლის დეფიციტი აწუხებდა. პედაგოგები იყვნენ:
1. ელისო ფაიდურაშვილი (უცხო ენა); 2.ხუზმიაშვილი ნანა ( ქართული);3. არაბული ლია (ხატვა); 4. მამადაშვილი (სიმღერა). მოსწავლეების რაოდენობა კი 39-ს შეადგენდა.
სკოლა-ინტერნატის გაუქმებამ მიგრაციია დააჩქარა. სკოლის 8 კლასის დამთვრებულთა უმეტესობა საშუალო განათლებას სხვა სკოლა-ინტერნატში იღებს. სხვაგან გაზრდილი ბავშვი კი მშობლიურ სოფელს აღარ უბრუნდება. შედეგად, 2005 წელს სკოლაში მხოლოდ 18 მოსწავლე სწავლობდა.
2005 წელს პედკოლექტივისა და მშობლების მოთხოვნით დირექტორად ამავე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი პავლე პატურაშვილი აირჩიეს, რომელიც მოვალეობას დღემდე ასრულებს. ამ პერიოდში მასწავლებლები არიან:1. თინა რაზიკაშვილი; 2. ხახაური თინა; 3. ძროხელაშვილი ეთო; 4. მგელიაშვილი კონსტანტინე; 5. პატურაშვილი პავლე; 6. გორელაშვილი ლია; 7. ლომაური ნანა; 8. მამადაშვილი მერი.
2006-2007 სასწავლო წელს მოსწავლეთა რაოდენობა უცვლელია. 2007-2008 სასწავლო წელს 13 მოსწავლე სწავლობდა; 2008 -2009 სასწავლო წელს - 11 მოსწავლე; 2009-2010 სასწავლო წელს - 8 მოსწავლე; 2010-11 სასწავლო წელს - 6 მოსწავლე; 2011-12 სასწავლო წელს - 4 მოსწავლე (პირველ კლასში მხოლოდ 1 მოსწავლე მივიდა); 2012-13 სასწავლო წელს - 2 მოსწავლე; 2015-16 სასწავლო წელს - 2 მოსწავლე; 2016-17 სასწავლო წელს - 2 მოსწავლე; 2017-18 სასწავლო წელს კი სკოლაში უკვე მხოლოდ 1 მოსწავლე სწავლობს. წლების განმავლობაში პედკოლექტივი იმისთვის იბრძოდა, რომ სკოლას განათლებული, ცოდნით შეიარაღებული ახალგაზრდობა ჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩეკურაანთგორის სკოლა დღემდე არასრული საშუალო სკოლის სახელს ატარებს, ის მაინც მოსწავლეებისთვის საფუძველია, რომ აქ მიღებული ცოდნა შემდგომ კლასებში გამოიყენონ.
სკოლის ადრინდელი და ახლანდელი პედკოლექტივის მიღწევით, ბევრმა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო. ისინი დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოღვაწეობენ. ვინც ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება გარკვეული მიზეზების გამო, ისინი კეთილსინდისიერი შრომით სამშობლოსა და ოჯახის ბედნერებისათვის იღწვიან, ნაწილმა კი სამშობლოს თავისუფლებას თავი შესწირა. ასეთები იყვნენ: ძროხელაშვილი ცოტნე, ძროხელაშვილი ნიკოლოზი, ძროხელაშვილი ლაზარე, გარშვილი ნიკოლოზი, გარაშვილი რევაზი, შეთეკაური ბაბო და სხვა.
სკოლის პედაგოგებიდან გამორჩეულები იყვნენ: ალექსი და მარო კოკოზაშვილი, გიორგი ჭრელოშვილი, საშა ჩოლოგაური, გივი ჩეკურიშვილი, ეთერ სამხარაული, თამარ ნაკვეთაური, ზურა და მაყვალა ნაკვეთაური, თამარ და ნინო ძროხელაშვილები, იოსებ ძროხელაშვილი და თინა რაზიკაშვილი.დღეს ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს ემსახურებიან: ირაკლი ზვიადაური, პავლე პატურაშვილი, თამარ პატურაშვილი და მედეა პატურაშვილი.
ამ სკოლამ აღზარდა: ინჟინერი ნინელი ნიმდიკაური, ნუგზარ ჭურჭელაური, გრიშა მინდიკაური, ექიმი იოსებ გოდერძიშვილი, ეკონომიური მეცნიერებათა კანდიდატი - პავლე გორელაშვილი, ინჟინრები - მურად და გურამ ძროხელაშვილები. ჩეკურაანთგორის სკოლის აღზრდილია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ელიზბარ პატურაშვილი, რომელმაც შემდგომ ცოდნა ნოვოროსკის ქირურგიის აკადემიაში გაიღრმავა, ახლა კი გამოცდილებას ხაშურისა და ახალციხის მოსახლეობის ჯანმრთელობას ახმარს. მართალია სკოლა მცირე კონტიგენტიანია, მაგრამ ბევრი სასახელო შვილი აღუზარდა სამშობლოს.“
იხილეთ ფოტოები