16 აპრილს,მესტიის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი - ფიზიკაში, სახელწოდებით ,,არქიმედეს თასი,,
კონკურსში მონაწილეობდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის თერთმეტი საჯარო სკოლის 8-11და საბაზო 8-9 კლასის მოსწავლეები. გამარჯვებულებს აფასებდა ჟიური მინიმალური 10 და უმაღლესი 30 ბალიანი სისტემით. კონკურსის გამარჯვებული და თასის მფლობელი გახდა იფარის საჯარო სკოლის გუნდი, მეორე ადგილზე გავიდა ჭუბერის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ლატალის გუნდმა. კონკურსის ორგანიზატორი გახლდათ იფარის საჯარო სკოლის პედაგოგი დავით ჯოხაძე, ფინანსური მხარდამჭერი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.