საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების წესში ცვლილება შევიდა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ ხელმოწერილ ბძანებაში ვკითხულობთ მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა ფორმის ტარების განსახვავებული პრიბობები დამტკიცდეს, კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილების ან სხვა მიზეზის არსებობის გამო შეიცვალოს.
„კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილებისას (ან სხვა პატივსადები მიზეზის არსებობისას) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამსახურებრივი ფორმის ტარების განსხვავებული პირობები“, - აღნიშნულია ბრძანებაშო.
იხილეთ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფორმები: