ხამისქურის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს საინტერესო აქტივობით გამოეხმაურა 
19-02-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი (ხელმძღვანელი: ნ. ლომაია, კლუბის მუშაობაში ჩართული პედაგოგები: მ. წოწორია, ნ. ბარქაია, თ. ვეკუა, ფ. ტყებუჩავა), რომლის წევრებიც მხატვრულ ლიტერატურას აქტიურად ეცნობიან. 

სკოლის მკითხველთა კლუბი გამოეხმაურა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, აქტივობას თემის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მოწაფეებმა წიგნებიდან შერჩეული ეპიზოდები საჯაროდ წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. სოფლის ბიბლიოთეკის გამგემ - რიტა სიხარულიამ სასარგებლო რჩევები მისცა კლუბის წევრებს.

მოსწავლეებითვის აქტივობა მეტად საინტერესო აღმოჩნდა, კმაყოფილება გამოხატეს და  აღნიშნეს, რომ ამიერიდან თემის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი იქნებიან. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203