ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მუზეუმი და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა მოინახულეს.
მოსწავლეები ლაგოდეხის არქეოლოგიურ ექსპონატებს გაეცნენ, ნუმიზმატიკის კუთხე და ხელნაწერთა ასლები დაათვალიერეს; ლაგოდეხის უძველეს ისტორიას და მუზეუმშში დაცულ არტეფაქტებს გაეცნენ; საინტერესო ლექცია მოისმინეს.
ასევე, მოსწავლეებმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული ნაწილი მოინახულეს. ნაკრძალში ქცევის წესებს გაეცნენ და ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული მარშუტების შესახებ მიიღეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები