მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების ახლად არჩეულ დირექტორებთან და მათ მოადგილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სკოლების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანად დაეფუძნება სკოლების ავტონომიურობის გაზრდის კონცეფციას, რათა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ თავად წარმართონ პროცესები საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.