როგორ ატვირთოს დირექტორმა დარღვევების ოქმზე რეაგირების დოკუმენტი ელექტრონულ ჟურნალში - სკოლის ხელმძღვანელებისთვის ინსტრუქციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
„ავტორიზაციის გავლის შემდეგ შევდივართ მოდულში „დარღვევები“ სადაც გვიჩანს მანდატურის მიერ ატვირთული დარღვევა: თარიღის, დარღვევის კატეგორიისა და დარღვევის ტიპის მითითებით. სტატუსი ქვეშ ჩანს დარღვევა რეაგირებულია თუ საჭიროებს რეაგირებას.
დათვალიერების ღილაკით შეგვიძლია დეტალურად ვნახოთ ოქმი: სადაც არის ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, პერსონის ტიპი, პირადი ინფორმაცია. როგორც ხედავთ, მარჯვენა ქვედა კუთხეში გვაქვს ღილაკი „რეაგირება“ . ამ ღილაკზე დაჭერისას გამოდის ფანჯარა, სადაც შეგვიძლია ავტვირთოთ რეაგირების დოკუმენტი“, - ნათქვამია ემის-ის ინსტრუქციაში.