ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის, ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით;
ბ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/მათი ოჯახების საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
დ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
ვ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
ფუნქცია-მოვალეობები:
· ხელმძღვანელობს და წარმართავს მის პასუხისმგებლობაში შემავალ მიმართულებას და ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) – (შემდგომ - ცენტრი) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების პროფესიული ზედამხედველების (შემდგომ - პროფესიული ზედამხედველები) საქმიანობას;
· ახორციელებს კონტროლს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიული ზედამხედველების მიერ სამსახურებრივი მოვალეობისა და საქართველოს კანონმდებლობის/სამსახურის შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებაზე;
· ანაწილებს სამუშაოს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
· უზრუნველყოფს ჯამური - ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას, მათ ანალიზს და ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;
· უზრუნველყოფს უშუალოდ მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა, ფიზიკური პირების განცხადებების, წერილების, დოკუმენტაციის დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას. ასევე, ეცნობა და ამზადებს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წარმოებულ კორესპონდენციას;
· ზრუნავს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების (ფსიქოსაგანმანათლებლო საკონსულტაციო მომსახურების) მუდმივ განვითარებაზე;
· აქვს აქტიური და უწყვეტი კონტაქტი მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან, ატარებს მათთან შეხვედრებს და ეცნობა მათ მუშაობასა და ანგარიშებს;
· წვლილი შეაქვს მთლიანად ცენტრის (სამმართველოს) მომსახურების და მასში ჩართული სპეციალისტების განვითარებაში;
· მონაწილეობს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების დაგეგმვასა და ჩატარებაში საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციასთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან/მხარეებთან;
· აქტიურად თანამშრომლობს რესურსსკოლებთან საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის ფარგლებში და წვლილი შეაქვს რესურსსკოლების საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებაში;
· კომპეტენციის ფარგლებში, წვლილი შეაქვს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/პროტოკოლების, მეთოდოლოგიური რესურსის განვითარებაში;
· განსაზღვრავს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების განვითარების და პროფესიული ზედამხედველების რაოდენობის გაზრდის საჭიროებებს და ზრუნავს მიმართულების და პროფესიული ზედამხედველების მუდმივ განვითარებაზე;
· უზრუნველყოფს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წამოჭრილი პრობლემური შემთხვევების გადაჭრას;
· ხელს უწყობს მის დაქვემდებარებაში შემავალ და სხვა სპეციალისტებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობებს და მულტიდისციპლინური მიდგომით მუშაობას;
·უზრუნველყოფს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების თანამშრომლების მიერ სამუშაოს მაღალი ხარისხით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებას;
· აქვს მჭიდრო თანამშრომლობა სხვა მიმართულების მენეჯერებთან და მათთან კოორდინირებულად წარმართავს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების საქმიანობებს;
· აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ფსიქოსოციალური მომსახურების სპეციალისტებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის მომსახურების გაწევის მიმართულებით;
· წვლილი შეაქვს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების/მომსახურების ხარისხის განვითარებაში და ცნობადობის ამაღლებაში, როგორც სამსახურის ფარგლებში, ასევე, მის მიღმა;
· მუდმივად ანახლებს თავის ცოდნას ინკლუზიურ/სპეციალურ განათლებასა და მის პასუხისმგებლობაში შემავალ მიმართულებაში მიმდინარე კვლევებისა და სიახლეების შესახებ და ზრუნავს ცოდნის გავრცელებაზე ცენტრის თანამშრომლებში;
· ამზადებს ცენტრის უფროსთან და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრისთვის განსახილველ საკითხებს;
· ხელს აწერს და ავიზებს უშუალოდ მის პასუხისმგებლობაში შემავალ დოკუმენტაციას;
· ასრულებს უფროსის დავალებებს, მითითებებსა და ბრძანებებს;
· ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.