დირექტორობის სერტიფიცირებული კანდიდატებისთვის სამინისტრო დეტალურ ინსტრუქციას ავრცელებს
20-02-2024
საჯარო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, დირექტორობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 2024 წლის 29 თებერვალს 24:00 საათზე დასრულდება. 

თუ კანდიდატს სერტიფიცირება უკვე გავლილი აქვს ტესტირების ჩაბარება აღარ უწევთ და მხოლოდ კონკურსში სურთ მონაწილეობის მიღება, მაშინ სარეგისტრაციოდ ეს ინსტრუქცია უნდა გაითვალისწინონ.

იხილეთ სარეგისტრაციო ინსტრუქცია

კანდიდატს უფლება აქვს შეარჩიოს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურს დასაქმება.

გაითვალისწინეთ: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით.

„მე გარანტიას ვაძლევ - ვინც მინიმალურ ცოდნას გამოავლენს, წარდგება გასაუბრებაზე ინკლუზიურ კომისიასთან... ბარიერი იქნება უცვლელი“

ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის ელექტრონულ განაცხადში იმ საჯარო სკოლის არჩევის მიუხედავად, სადაც ის არჩეული/დანიშნული იყო ზედიზედ ორჯერ, აღნიშნული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენა არ განხორციელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203