ონისა და უწერის საჯარო სკოლების ვაჟთა გაერთიანებული გუნდი გეზრბენში, სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშების გამარჯვებულია
20-02-2024

სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლების ვაჟთა გაერთიანებული გუნდმა გეზრბენში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშებში ბრწყინვალედ იასპარეზა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშები, გეზრბენში 15 თებერვალს ქალაქ ამბროლაურში ჩატარდა.

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ონის, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების  2008-2009 წლებში დაბადებული მოსწავლეები.

ვაჟებთა შორის პირველი ადგილი დაიკავა ონისა და უწერის საჯარო სკოლების გაერთიანებულმა გუნდმა, აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში ასევე წარმატებით იასპარეზა ონის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა და მესამე ადგილი დაიმსახურა. 

მოსწავლეები შესაბამისი მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლებში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და შემდგომ ეტაპზეც გამარჯვებას უსურვებენ. 

ფოტო: ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203