ალმატის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინგლისური ენის გაკვეთილები ახალი სასწავლო რესურსით გამდიდრდება
20-02-2024
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები ასწავლიან, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

„სულაკაურის გამომცემლობის“ სახელმძღვანელოების ავტორებმა მასწავლებლებთან შეხვედრა გამართეს, მასში ალმატის საჯარო სკოლაც ჩაერთო. მასწავლებელს კი საინტერესო სასწავლო რესურსი -  „ფლეშქარდები“ (I-II კლასები) გადაეცა.

სკოლაში კარგად ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის შეთავაზება, ამიტომ საჩუქარი ახარებთ.

„მადლობა სულაკაურის გამომცემლობის ავტორთა გუნდს, მარიამ ჩუბინიძეს, ნ.თამარაშვილს პროდუქტიული შეხვედრისთვის.
მოგეხსენებათ, ფლეშბარათების/პოსტერების გამოყენება კარგად აპრობირებული მეთოდია უცხო ენის სწავლებისას, ეს ამბები ხომ ისე ამრავალფეროვნებს გაკვეთილს. სასწავლო რესურსში დეტალურადაა გაწერილი, I-II კლასებში, სწავლების პროცესის თითოეული ნაბიჯი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. კიდევ ერთი საჯარო მადლობა, რომ ასე იზრუნეთ“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203