„მამული, ენა, სარწმუნოება“- შთამბეჭდავი პროექტი გალავნის საჯარო სკოლაში
20-02-2024
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ეწყობა. 

სკოლაში მათი ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაზეც ზრუნავენ. ამჯერად, ამ მიმართულებით, VI კლასში პროექტი - „მამული, ენა, სარწმუნოება“ გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დამრიგებელ თეა ამირხანაშვილის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს, ინფორმაცია მოიძიეს და თემატური ნამუშევრები დაამზადეს.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“,- ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად პროექტს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203