ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის, ახალციხის N3-ის, ზიკილიისა და სვირის საჯარო სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებთან ერთად, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, განხორციელებულ პროექტში - „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“ წარმატებით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით აღნიშნა „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“. მის ფარგლებში, მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობით, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.
მედიაწიგნიერების დღემ სკოლებში მაღალი დაინტერესება გამოიწვია.
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულში ჩართულ სკოლებსა და პედაგოგებს, რომლებმაც მონაწილეობდნენ - „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან სერტიფიკატები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
ფოტო: ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი