საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ლიმიტების განსაზღვრა დაიწყო - რეკომენდაციები დირექტორებს 2024-2025 სასწავლო წლისთვის
20-02-2024

2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების მიერ პირველკლასელთა ლიმიტების განსაზღვრის პროცესი დღეიდან, 20 თებერვლიდან იწყება, - ინფორმაციას სკოლის დირექტორების პლატფორმა ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ავტორიზებულ საჯარო სკოლებს, უკვე განსაზღვრული აქვთ მოსწავლეთა ჯამური ლიმიტი, რომლის გადაჭარბება ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს.

„ყურადსაღებია, რომ 99/ნ ბრძანების 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღები მოსწავლეების ადგილების რაოდენობის გაანგარიშების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრულ მოსწავლეთა ზღვრულ რაოდენობას აკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მიღების გამოცხადების დროისთვის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე მოსწავლეების რაოდენობა და მიღებულ სხვაობას ემატება ამ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების რაოდენობა, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესაბამისად.

ლიმიტების ასახვის ეტაპზე სისტემა გაითვალისწინებს აღნიშნულ ლოგიკას და არ მისცემს უფრო მეტი ადგილის გამოცხადების უფლებას, თუმცა აუცილებლად უნდა გავაფრთხილოთ სკოლები, რომ ლიმიტი მაინც არ განსაზღვრონ მაქსიმალური, რის საშუალებასაც მისცემს სისტემა (დაიტოვონ თავისუფალი ადგილები), ვინაიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე ნებისმიერი კლასის მოსწავლის მობილობა რომ განახორციელონ სკოლაში, მობილობის დროს შევსებული ადგილი დააკლდება პირველკლასელთა მისაღებ ლიმიტს და შემდეგ ლიმიტით განსაზღვრული რაოდენობის შესაბამისად ყველა პირველკლასელი მოსწავლეების „ისქულში“ ასახვას ვეღარ მოახერხებენ.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ აღნიშნული საკითხი აუცილებლად გაითვალისწინოს.

ის სკოლები, ვინც ახლა გადის ავტორიზაციას (მიმდინარეა) ან სექტემბრამდე გაივლის და შესაბამისად უკვე ექნება განსაზღვრული მოსწავლეთა ჯამური ლიმიტი, შეძლებისდაგვარად უნდა მოითხოვონ უფრო მეტი ჯამური ლიმიტი საავტორიზაციო განაცხადით, რადგან მათ სისტემა მისცემს ნებისმიერი ლიმიტის განსაზღვრის უფლებას და პირველკლასელთა რეგისტრაციის ოთხივე ეტაპის დასრულებამდე გამოცხადებული ლიმიტებით გარ უნდა ადააჭარბოს საავტორიზაციო ლიმიტს.

სამინისტროს აქვს უფლება ავტორიზაციის პროცესში განსაზღვრული რიცხოვნობის მხოლოდ მცირე რაოდენობით გადაჭარბების შემთხვევაში დაუშვას გამონაკლისი და მობილობის , სტატუსის აღდგენის ან სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში შეითანხმოს მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობა, - აღნიშნული აგავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203