„ძალადობით გამოწვეული ტრავმა და ფსიქოლოგიური შედეგები“ - ტოლოშის საჯარო სკოლაში საინტერესო ტრენინგი ჩატარდა
21-02-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან სკოლაში, ქართული ენა/ლიტერატურისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ძალადობით გამოწვეული ტრავმა და ფსიქოლოგიური შედეგები“. 

ტრენინგის მსვლელობისას მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

რა არის ოჯახში ძალადობა;
რატომ უჭირს მსხვერპლს ძალადობის შესახებ საუბარი;
ძალაუფლება და კონტროლის ბორბალი;
ძალადობა - გახანგრძლივებული სტრესი;
სტოკჰოლმის სინდრომი;
მწვავე სტრესული რეაქცია;
აშლილობები, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ტრავმასთან.

მოსწავლეებისთვის ტრენინგი მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. მოწაფეებმა გაიაზრეს ჩაგვრის დამღუპველი შედეგები და მათი როლი ძალადობის პრევენციაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203