ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები ახლოვდება.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის არდადეგები 8 მარტს, ქალთა დღეს იწყება და 14 მარტის ჩათვლით გრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლა 15 მარტს განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას.
სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს. ასევე გაეცანით დეტალურად
2023-2024 სასწავლო წლის კალენდარს