„ჯანსაღი კვება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია“, - აღნიშნავენ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.
16 თებერვალს, ჯაბნიძეების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მაია ივანაძემ I-III კლასში ჩაატარა ქართულ ენის გაკვეთილი თემაზე: „კარგი ოინი“, რომლის პრაქტიკული სამუშაო იყო - „რას წაიღებდით საგზლად სკოლაში“. გაკვეთილის თემა სწორედ ჯანსაღ კვებას ეხებოდა.
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა თუ რა ზიანის მომტანია ორგანიზმისთვის ე.წ. „ფასტფუდის“ - ჰამბურგერის, ჩიფსების და სხვა სწრაფი და არაჯანსაღი საკვების მირთმევა. მოსწავლეებს მიკროსკოპით აჩვენა ე.წ. „სწრაფი სუპის“ შემადგენლობა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებლის შეთავაზებულმა აქტივობამ მოსწავლეები დაარწმუნა, რომ აუცილებელია ჯანსაღი კვება, რაც სარგებლის მომტანია მათი ორგანიზმისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესდებისთვის.
იხილეთ ფოტოები: