თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
14 თებერვალს, სკოლის VIII კლასში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი - „ციციკორესა და ბრბოს გასამართლება“ გ.ლეონიძის მოთხრობა „ნატვირს ხისა“ და მ.ჯავახიშვილის - „ეშმაკის ქვის“ მიხედვით.
მოსწავლეებმა შესანიშნავად განასახიერეს როლები, განიხილეს და გააანალიზეს ნაწარმოებებში წამოჭრილი პრობლემა. მერვეკლესელებმა ბრალდებულებს სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს, შეაფასეს მათი საქციელი და პირობა დადეს, რომ ცხოვრებაშიც ცივი გონებით ეცდებიან გაუმკლავდნენ მსგავს პრობლემებს და არ გახდნენ „ბრბოს“ ნაწილი ან მსხვერპლი.
ჩატარებულმა ღონისძიებამ დამსწრე პედაგოგების მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: