დუმასტურის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდნენ
22-02-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შერჩეული წიგნებიდან საინტერესო ეპიზოდები ხმამაღლა წაიკითხეს, ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

აღსანიშნავია, რომ დუმასტურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და კითხვის კულტურის დანერგვაზე აქტიურად ზრუნავენ. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეოები:













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203