ლაცორიის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა 
22-02-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას.

21 თებერვალს მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

სკოლაში მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ თარიღის მნიშვნელობაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.

წერითი უნარების გასაუმჯობესებლად მოეწყო კალიგრაფიული წერა (მრგლოვანი, მხედრული)

ასევე მოსწავლეებმა ხალისით დაამზადეს კედლის გაზეთი.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე 2000 წლის თებერვლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მშობლიური ენის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203