თბილისის N104 საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეს სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია მიეძღვნა
22-02-2024

თბილისის N104 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას.

შესაბამისად მათი ყურადღების მიღმა არც მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე დარჩენილა. 

სკოლში, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სკოლის X (კლასის ხელმძღვანელი: გულნარა არუთინოვი) და XI (კლასის ხელმძღვანელი: პაიცარ გრიგორიანი) კლასების მოსწავლეები.

მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში გამართული ორენოვანი (ქართულ და სომხურ ენებზე) პრეზენტაციებით წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები და კონფერენციაზე დამსწრეებს გააცნეს მეცნიერ ქალთა ბიოგრაფიები და მეცნიერებაში მათ ღვაწლზე ისაუბრეს.

11 თებერვალს მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203