სკოლის ატესტატი იცვლება - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
22-02-2024

„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის სახიან მხარეზე ჩარჩოზე უნდა მიეთითოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სრული იურიდიული დასახელება; ინდა იყოს დატანილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სახელი და გვარი (ქართულად და ინგლისურად); მისივე გენერირებული ხელმოწერა და სამინისტროს ბეჭედი.

ყველა ხაზი უნდა შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

ბრძანებას ხელს აწერს გიორგი ამილახვარი და ის ძალაში შედის 1-ელი აპრილიდან.

სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203