ქობულეთის N2 საჯარო სკოლა პრეზიდენტმა დააჯილდოვა
25-05-2018
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლას პროექტში - „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის - სასკოლო კლუბების ქსელი“ აქტიური და წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადასცა.  

საქართველოს პრეზიდენტი სასახლეში სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის მონაწილეებს შეხვდა. 

პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში საკლუბო საქმიანობის განვითარებას, მოსწავლეთა ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს შესახებ და მათ ჩართვას შესაბამისი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებებში.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე აქტიურ და წარმატებულ სკოლებს სერტიფიკატები გადასცა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. 

წარმატებულ კლუბებს შორის მოხვდა  ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბი - „ეს ჩემი უფლებაა“. კლუბს მსოფლიო კულტურის პედაგოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი მადონა გოგიტიძე ხელმძღვენელობს. 

სკოლა მადონა გოგიტიძეს წარმატებას ულოცავს. 

„დიდი პატივი და ღირსებაა, როცა წარმატებულთა და ღირსეულთა შორის გამოგარჩევენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203