ძირკვაძეების საჯარო სკოლა წიგნების ფონდით დაასაჩუქრეს
25-05-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 400 ცალი წიგნი გადასცა.
წიგნები კლასიკოს და თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების პოპულარულ ნაწარმოებებს მოიცავს.
მოსწავლეებს საჩუქარი ძალიან გაუხარდათ და ლიტერატურულ მარათონში აპირებენ მონაწილეობას.
„2015 წელს ჩვენს საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. სკოლის სახსრებით შევიძინეთ ბიბლითეკისათვის საჭირო ინვენტარი და წიგნები, მაგრამ წიგნადი ფონდი იყო მწირი. აღნიშნულ საქმეში დიდი მხარდაჭერა და შუამდგომლობა გაგვიწია ხულოს რესურსცენტრის უფროსმა, ედუარდ მიქელაძემ, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით მას და ასევე მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასეთი ძვირფასი საჩუქრისათვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.