რამდენი საათი უნდა დაეთმოს პროექტებს საშუალო საფეხურზე ახალი ესგ-ს მიხედვით
24-02-2024

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის (ქართულენოვან სკოლებში) საათობრივ ბადეში გათვალისწინებულია პროექტები სამოქალაქო განათლებაში, ასევე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ პროექტებს ეთმობა თითო საათი, დოკუმენტში კი დამატებითი განმარტებაა მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის:

„მოსწავლემ X კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პროექტი: ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ან მუსიკაში; თუ X კლასში აირჩია პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, XI კლასში (მომდევნო სასწავლო წლიდან) აირჩევს პროექტს მუსიკაში ან პირიქით“, - განმარტებულია ესგ-ში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203