N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „საქართველოს მატიანე“ დაათვალიერეს
25-05-2018
26 მაისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. წელს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს.
ამ დღის ფარგლებში 103-ე საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით თემქაზე, ყეენის მთაზე მდებარე „საქართველოს მატიანე“- ქვების სვეტებისგან შექმნილი მონუმენტი დაათვალიერეს.
ძეგლი 1980 წელს შეიქმნა და მისი ავტორი ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია.
მონუმენტზე აღბეჭდილია სხვადასხვა ისტორიული და რელიგიური მოვლენები, ასევე სიუჟეტები ქართული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, მათ შორის - „ქრისტეს ცხოვრება“, „შუშანიკის წამება“, „გუთნის დედა“, „წმინდა ნინოს ცხოვრება“ და სხვ.
მოსწავლეები ასევე ქართველი მეფეების, მწერლების, წმინდანებისა და ცნობილი ადამიანების ძეგლებს გაეცნენ. ბოლოს კი ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის მოქმედი ეკლესიაც მოინახულეს.