ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამი ენის ანბანი „გააცილეს“.
25-05-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლაში სააანბანო პერიოდის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, წელს პირველ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე სწავლობდა. ამიტომ სკოლაში I-II კლასკომპლექტი ფუნქციონირებდა.
პირველკლასელების არდადეგებთან დაკავშირებით კლასის დამრიგებელმა ემა პეტროსიანმა ღონისძიება ჩაატარა, რომელიც სკოლის ერთადერთი პირველკლასელის მილენა ვერმიშიანის დაბადების დღეს დაამთხვია.
„სამენოვანი (სომხური, ქართული და ინგლისური) ანბანის გაცილება საინტერესო პროგრამით ჩატარდა. იუბილარს დაბადების დღე სკოლის დირექტორმა რიმა გარიბიანმა, სომხური და აზერბაიჯანული სექტორის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ყვავილებით, ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.