ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლემ „ლექსის მკითხველთა ფესტივალში“ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია
25-05-2018
ახალქალაქის კულტურის სახლში „ლექსის მკითხველთა ფესტივალი“ გაიმართა.
ღონისძიებაში ახალქალაქის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის ორჯის საჯარო სკოლის მერვე კლასიდან 2 მოსწავლე - ტათევ ხოცანიანი და ვარდუი მანუკიანი, ხოლო მეცხრე კლასიდან 1 მოსწავლე - გოჰარ მინასიანი.
საფინალო ტურში ტათევ ხოცანიანი გადავიდა, რომელმაც მეექვსე ადგილი დაიკავა და დიპლომი მიიღო.
ორჯის საჯარო სკოლის პედაგოგები ტათევს ამ გამარჯვებას ულოცავენ და უფრო მეტ წარმატებას უსურვებენ.