სამრეკლოს საჯარო სკოლა მოსწავლეთა წიგნიერების სადარაჯოზე
23-02-2024
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით შეუერთდა.
სკოლაში აღნიშნეს, რომ ციფრულ ეპოქაში წიგნის კითხვას დაშორებული მოსწავლე უნდა დავუბრუნოთ წიგნს, რომლის ალტერნატივა არ არსებობს - ამ იდეით განმსჭვალულებმა კი, ლიტერატურული ღონისძიება გამართეს.
„წიგნიერი და განათლებული თაობა ქმნის, აშენებს და ცვლის მომავალს უკეთესობისაკენ“, - ეს გახლდათ მოწოდება, რომელმაც სკოლის მოსწავლეები გააერთიანა და დღე კითხვას მიუძღვნეს.